აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ დატოვეს „ახალმა მემარჯვენეებმა” ბურჭულაძის ბლოკი

საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” „ახალმა მემარჯვენეებმა” დატოვეს. პარტიის ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, ეს ტაქტიკური გადაწყვეტილებაა.

როგორც კაციტაძე განმარტავს, პაატა ბურჭულაძის გარშემო გაერთიანებული პარტიები საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას ერთობლივად გააგრძელებენ. ხოლო, იურიდიულად ამ ბლოკის დატოვების მიზანი ცესკოში კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მოპოვებაა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს შვიდი სხვებზე მეტი დაფინანსების მიმღები პარტია.

„კომისიის წევრებს ნიშნავენ საუკეთესო დაფინანსების მქონე 7 პარტია. ბლოკში შემავალ ოთხ პარტიაზე რომ გადანაწილდეს დაფინანსება, შესაძლოა კომისიის წევრი არ შეგვხვდეს. ამიტომ, შეთანხმებული ვიყავით, რომ ბლოკში ორი სუბიექტი უნდა იყოს, რათა მიღებული საბიუეჯტო დაფინანსების გაყოფის შემდეგ, თითოეულ სუბიექტზე თანხის ისეთი რაოდენობა დაფიქსირდეს, რაც საშუალებას მგოვცემს ცესკოს ადმინისტრაციაში მუდმივი წევრის დანიშვნის. პოლიტიკური ბლოკი ჩვეულებრუვად განაგრძობს მუშაობას, მე არსად წასვლას არ ვაპირებ, უბრალოდ ეს ტაქტიკური ნაბიჯია.” – ამბობს კაციტაძე.

კითხვას, თუ რატომ გადაწყდა ბლოკში გიორგი ვაშაძის პარტიის დატოვება და არა „მემარჯვენეების”, ან გირჩის, კაციტაძე პასუხობს:

„ეს შეთანხმების საგანია. სხვა ორი პარტია რომ დარჩენილიყო, ზუსტად იგივეს შეეკითხებოდით. შევთანხმდით, რომ ახლა ორი დარჩება. შემდეგ გავაგრძელებთ ერთად ყოფნას და მომდევნო არჩევნებზე სხვა სიტუაცია გვექნება, სუბიექტთა სხვა შემადგენლობა იქნება. ჩვენ ბლოკში იმისათვის ვიყავით, რომ საარჩევნო ნომერი აგვეღო. ნომერი იყო ახალი მემარჯვენეების.” – განმარტავს კაციტაძე.

 

იტვირთბა....