ბუდაპეშტის ცენტრში მომხდარი აფეთქების სამიზნე სამართალდამცველები იყვნენ. ამის შესახებ უნგრეთის პოლიციის მთავარი კომისარიატის ხელმძღვანელმა განაცხადა. კაროლი პაპის განმარტებით, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულებები მომხდარის ტერორისტულ ორგანიზაციებთან შესაძლო კავშირის შესახებ.
შეგახსენებთ, უნგრეთის დედაქალაქის ცენტრში, საოფისე შენობასთან აფეთქება 25 სექტემბრის ღამეს მოხდა. შედეგად 2 სამართალდამცველი დაშავდა. უნგრეთის პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მას ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ცნობით, ის 20-დან 25 წლამდე ასაკის მამაკაცია.