შალვა ნათელაშვილი ტიპიური ყვარყვარეა, – ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განცხადა.
მისი შეფასებით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობს, რომელთა ანარეკლიც „რუსთავი 2“-ია:
„როგორ ადგენენ კადრებს? როგორ უნდა ისაუბრონ მათ სამართლიანობაზე. ეს უკვე თაღლითობაა, ეს მედია არ არის. ეს არის ყვარყვარიზმი. ნათელაშვილი და სააკაშვილი ყვარყვარიზმის საუკეთესო განსახიერებაა, „რუსთავი 2“ კი – მათი ანარეკლი „ – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, შალვა ნათელაშვილს მხარს მხოლოდ 2 პროცენტი უჭერს.