მცხეთაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ცეზარ ჩოჩელის ახლო ნათესავმა ”ქართული ოცნების” შტაბის წევრს ავტომობილი განზრახ დააჯახა.
ხუნდაძის თქმით, საღამოს სათებში კოორდინატორი და შტაბის წევრი ქალბატონი “კარდაკარს” ატარებდნენ, სახლში დაბრუნებისას მას მიუახლოვდა საკრებულოს წევრი, ვინმე ჩიტიშვილი, ჰკითხა ქალბატონს, რატომ ატარებდა “კარდაკარს”, ამის შემდეგ მანქანა უკან დახია და მას დააჯახა.
“როდესაც მე ადგილზე მივედი, იქ უკვე იყო პოლიცია. ეს არის პირდაპირი წინასაარჩევნო პროვიკაცია და ანგარიშსწორება “ქართული ოცნების” წევრზე. ჩვენმა თანაგუნდელმა როგორც მითხრა, მას ჩიტიშვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ჩიტიშვილი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მე ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში, სადაც ჩემი შტაბის წევრია მოთავსებული. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება და პროვოკაცია”. – განაცხადა ხუნდაძემ.
ცეზარ ჩოჩელი ხუნდაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
შემთხვევა წეროვანში მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.