თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი გია შარვაშიძე აცხადებს, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრებს ძალიან სიმპათიური მოთხოვნები აქვთ და ის მზად არის ნებისმიერ სტუდენტს შეხვდეს.
”ძალიან სიმპათიური მოთხოვნები აქვთ. ბევრი ემთხვევა იმ კონცეფციას, რომელიც წარვუდგინე. ვაპირებ სამუშაო რეჟიმში შევხვდე ახალგაზრდებს. დავიწყოთ მუშაობა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საკმაოდ ბევრი გვაქვს საუნივერსიტეტო სივრცეში. ჩემი კარი ღია არის ნებისმიერი სტუდენტური ჯგუფისთვის. ეს იქნება „აუდიტორია 115“, თვითმმართველობა, არარეგისტრირებული სტუდენტთა ჯგუფი თუ ინდივიდუალური სტუდენტი. უნივერსიტეტის ავტონომია არის ფაქტი და ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რომ ავტონომია გახდეს რეალური. ჩვენ ახლა გვაქვს დეკლარირებული ავტონომია. ამას არ სჭირდება კანონში ცვლილებები, ამას სჭირდება განხორციელება იმ ბევრი რაღაცის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს.“-განაცხადა შარვაშიძემ.
შეგახსენებთ, „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა მომავალი კვირიდან აქციები დააანონსეს. ისინი რექტორის პოსტზე განათლების ყოფილი მინისტრის, გია შარვაშიძის არჩევას არ ეთანხმებიან.