ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტედ კრუზმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ტედ კრუზმა პოზიცია შეცვალა და დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა.

კრუზის თქმით, დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელი კანდიდატია, დონალდ ტრამპი კი მისი ერთადერთი კონკურენტია.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი აცხადებს, რომ ტრამპის მხარდაჭერას სანამ გადაწყვეტდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საკითხზე ბევრი იფიქრა.

კრუზის ამ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მისთვის დიდი პატივია ტედ კრუზის მხარდაჭერა და მასთან ერთად მუშაობას აპირებს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამერიკის სპეცსამსახურმა დონალდ ტრამპის მრჩეველის კრემლთან შესაძლო კავშირის გამოძიება დაიწყო.

საუბარია კარტერ პეიჯზე, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებს კურირებს.

გავრცელებული ცნობით, პეიჯი პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ რუს ჩინოვნიკებთან, რომლებსაც ანტირუსული სანქციები შეეხოთ და ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მათ სანქციების გაუქმებას ჰპირდება.

 

იტვირთბა....