თბილისში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ ზიანს ეხმაურება თბილისის მერი დავით ნარმანია. მერის თქმით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ვითარების დასტაბილურება.
“ამ წუთისთვის წვიმამ ოდნავ გადაიღო, შესაბამისად მდგომარეობა უფრო სტაბილურია, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არსად არ გვაქვს. ცალკეულ ტერიტორიებზე არის წყლის დონე მომატებული, თუმცა სანიაღვრე სისტემები შეძლებისდაგვარად ატარებს ამას. ყველაზე მთავარი დატბორვა არის უნივერსიტეტის ქუჩა, დილისისი მიმდებარე ტერიტორია, მარჯვენა სანაპიროს ერთი ნაწილი, არის ასევე გუდამაყრის ქუჩა სადაც ჩამორეცხვა მოხდა. ეტაპობრივად ხდება წყლის გაწოვა.“ – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანი დატბორა.