ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ს ახლადარჩეული რექტორი: „ვაპირებ, რომ ავამაღლო სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი“

„ვაპირებ, რომ ავამაღლო სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი“, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა გია შარვაშიძემ განაცხადა.

„ვაპირებ, რომ დავიწყო საქმიანობა კონცეფციის მიხედვით, რომელიც აკადემიურ საბჭოზე წარვადგინე. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ქმედებები, რომელიც მეცნიერების განვითარებას და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას შეეხება. ვაპირებ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი ავამაღლო“, – განაცხადა გია შარვაშიძემ.

მან  მადლობა გადაუხადა აკადემიური საბჭოს წევრებს ნდობისთვის.

შეგახსენებთ, დღეს თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ რექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე აირჩია. მას ხმა 36 წევრიდან 21-მა დაუჭირა.  არჩევნები უნივერსიტეტში 14.00 საათზე დაიწყო და დაგეგმილზე ადრე დასრულდა.

 

 

იტვირთბა....