“რესპუბლიკური პარტიის” ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი ილია კოკაიას კორუფციაში ადანაშაულებს. ხიდაშელის ინფრმაციით, კოკაიამ რომელიც ასევე ზესტაფონში, დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ფეროშენადნობ ქარხანაში მუშაობისას ბიუჯეტს მნიშვნელოვანი თანხა მოპარა.
“ზესტაფონლებს, ფეროს მუშებს ვპირდები რომ სხვადასხვა დროს ფეროდან მათთვის მოპარულ ყველა თეთრს დავაბრუნებინებთ მაფიოზებს, რომლებიც თავად მდიდრდებოდნენ და მოსახლეობას შიმშილის და სიმსინისთვის იმეტებდნენ.!!!! ეს არის წერილი რომელიც ფინანსურმა პოლიციამ ფეროს ხელმძღვანელს გაუგზავნა ზესტაფონლების, ფეროს მუშების, აქციონერების და ბიუჯეტისთვის 157 მილიონის მოპარვაზე ბატონი კოკაიას მიერ მისი ფეროს მესაკუთრეობის დროს. მე მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობ. მაშინდელი გამმძიებელი დღეს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატია რუსთავში, ბატონი მხეიძე.” წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.