ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ს რექტორი გია შარვაშიძე გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა. გია შარვაშიძე აკადემიურის საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

არჩევნები უნივერსიტეტში 14.00 საათზე დაიწყო და დაგეგმილზე ადრე დასრულდა.

არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს 36-ვე წევრმა მიიღო.

რექტორობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა: ცირა ბარამიძე, გიორგი ბარამიძე და გია შარვაშიძე. სტუდენტთა ნაწილი მის კანდიდატურას აპროტესტებდა.

იტვირთბა....