ჰაკერებმა yahoo-ს მონაცემთა ბაზა გატეხეს და 500 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მოიპარეს. კიბერ თავდასხმა 2014 წელს მოხდა, თუმცა ცნობილი ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა.
კომპანიაში განაცხადეს, რომ ჰაკერებისთვის yahoo-ს მომხმარებელთა პირად მონაცემებთან ერთად ელექტრონული მიმოწერა, ტელეფონის ნომრები და დაშიფრული პაროლები გახდა ხელმისაწვდომი, თუმცა ირწმუნებიან, რომ საკრედიტო ბარათების მონაცემების მოპოვება მათ ვერ შეძლეს.
yahoo-ში ვარაუდობენ, რომ ჰაკერები ერთ-ერთი სახელმწიფოს დაკვეთით მოქმედებდნენ. მომხდარს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს.