ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზაზა ხატიაშვილი ირაკლი ოქრუაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

საქმე ეხება ოქრუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ”ერთმა სოფლის ადვოკატმა, ინტრიგანმა ნოზაძემ გარკვეული ინფორმაცია გაავრცელა“.

”მე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს არ მაინტერესებს რა ხდება გორის მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის მამუკა ნოზაძის „სოფლის ადვოკატად“ მოხსენების გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე, ბოდიშის მოხდა მოუწევს.

ირაკლი ოქრუაშვილს როგორც ჩანს დაავიწყდა, მაგრამ არ დავიწყებია სამოქალაქო საზოგადოებას, რომ იგი ბრძანდებოდა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი არქიტექტორი, სასამართლო სისტემის დამსამარებელი.

როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი პროკურორის რანგში ერთი ძმის ნაცვლად მეორე ძმას აკავებდა. როდესაც მისი პროკურორობის დროს, სულხან მოლაშვილს და ასობით სხვა უდანაშაულო მოქალაქეს აბსურდული ბრალდებები წაუყენეს ა.შ. მის მიერ, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, მამუკა ნოზაძის „სოფლის ადვოკატად“ მოხსენიება ღიმილისმომგვრელია.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის უკეთესი იქნება, თუ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს, მისი წევრის უდიერად მოხსენიების გამო ბოდიშს მოუხდის”.- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

იტვირთბა....