ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„გამოუცდელი ადამიანი თსუ-ს რექტორად არ გვჭირდება, გამოცდილი ან კომერციული სექტორიდან იქნება, ან- საჯარო“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი მისი ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძეა:

 

„გამოუცდელი ადამიანი თსუ-ს რექტორად არ გვჭირდება. გამოცდილი ან კომერციული სექტორიდან იქნება, ან საჯარო. შესაბამისად, ვისაც უნდა, რომ პრეტენზია ჰქონდეს, შეძლებს, რომ პრეტენზია ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ გია შარვაშიძე არის ერთ-ერთი გამოცდილი მენეჯერი განათლების კუთხით და ამიტომ თუ ვინმეს ხელში დამოუკიდებელი და ძლიერი შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, მათ შორის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, ასეთი რექტორი იქნება. სხვა კანდიდატებიც ასევე ძალიან კარგია, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება, ერთ-ერთ-ერთი კანდიდატი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძეა.

იტვირთბა....