ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 3 კანდიდატი მონაწილეობს: ცირა ბარამიძე, გიორგი ბარამიძე და გიორგი შარვაშიძე.

აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრის გზით ერთ-ერთს  მას შემდეგ აირჩევს, რაც კანდიდატების კონცეფციებს მოისმენს.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი შარვაშიძის კანდიდატურამ  სტუდენტების ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 9-დან 14 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და რექტორობის კანდიდატს 2016 წლის 23 სექტემბერს აირჩევს.

აჟამად თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ აირჩიეს, რაც წინა რექტორმა, ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ვლადიმირ პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის, უნივერსიტეტში სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენლების, ასევე, თვითმმართველობის წინააღმდეგ და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით.

იტვირთბა....