ახალი ამბები მთავარი

ლევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად გადმოეცემა

საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე დღეს ხელი მოეწერება ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელს მოაწერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მოაწერს, ხოლო ფრანგული მხარიდან – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახები, კერძოდ – ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, სამსონ ფირცხალავს, ევგენი გეგეჭკორის შთამომავლები.
ლევილის მამულის დასაბრუნებლად აქტიური მოლაპარაკებები 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იტვირთბა....