ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვალერი გელაშვილი: „მთავარი დამნაშავე ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილი იყო“

„მთავარი დამნაშავე ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილი იყო“- ამის შესახებ პარლემენტის ყოფილმა წევრმა, ვალერი გელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მთავარი დამნაშავე ამ საქმეში იყო მიხეილ სააკაშვილი. ჩვენების მითითებითაც მისმა სპეცსამსახურებმა შეასრულეს ეს თავდასხმა. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი პასუხს აგებს და საკმარისად არის მის მიმართ ფაქტები იმისთვის, რომ მიუსაჯონ საკადრისი სასჯელი.

მის წინააღმდეგ ძირითადად სპეცრაზმელების ჩვენებებია. ასევე, ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებები.

ამ საქმის გახსნას 11 წელი იმიტომ დასჭირდა, რომ “ნაცონალური მოძრაობა” იყო 9 წელი ხელისუფლებაში. ამიტომ ისინი თავიანთ თავს არ დაადანაშაულებდნენ. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ეს საქმე ერთ წელიწადში გაიხსნა და პროცესი მიმდინარეობდა ორი წელი”,- განაცხადა გელაშვილმა.

შეგახსენებთ,  დღეს სასამართლომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ, რომელსაც მიუსაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას მიმართ – მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გია სირაძის მიმართ – მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იტვირთბა....