ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულთან ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. იპრიტიანი რაკეტა კაიარას სამხედრო ბაზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
BBC ამერიკის სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რაკეტის ფრაგმენტი დამატებითი ანალიზისთვის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.