მედიასივრცე 2012 წლის არჩევვნებიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” შეაფასა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მედიის თავისუფლების რეიტინგში მაჩვენებელი გაუმჯობესდა. 2012 წლამდე პერიოდისგან განსხვავებით, სახელმწიფო არ ერევა სარეკლამო ბაზარში. ამავდროულად, 4 წლის განმავლობაში დაიხურა რამდენიმე მაღალრეიტინგული გადაცემა:
“ამ პერიოდში დაფიქსირდა ჟურნალისტების შანტაჟისა და მასზე ზეწოლის ცალკეული ფაქტები, რომლის ეფექტური გამოძიება ხშირ შემთვევაში არ ხდებოდა. ჟურნალისტების შრომის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანა კვლავ გამოწვევის წინაშე დგას”,- ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.