ახალი ამბები მთავარი სამართალი

გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილი, კოდუა და გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.

სასამართლომ სამივე ბრალდებული – შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.

მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, კოდუას და სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს.

იტვირთბა....