ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ “ნაცმოძრაობა” პროვოკაციას გაბედავს, შესაძლოა, ის მიიღონ, რაც ჯერ არ მომხდარა“

ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად კახეთში იმყოფება.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციას მოაწყობს, შესაძლოა ხელისუფლება მოსახლეობას წინ ვეღარ აღუდგეს:

“ეხლაც შეხვედრა მქონდა სესიაშვილთან და რაღაც თემებზე ვსაუბრობდით ირაკლი სესიაშვილთან, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, დასაწყისშივე ჟურნალისტებს ვეუბნებოდი, როცა მის პიროვნებაზე ვსაუბრობდით. ის ხმები რაც მოდის, რომ ისევ რევოლუციის მოხდენას ფიქრობენ და რესურსი არ აქვთ. მათვე მივანიშნებ და მე მოსახლეობასაც შევახსენებ.. თუ ისინი მართლაც გაბედავენ და მართლაც რაიმე სერიოზულ პროვოკაციას მოახერხებენ, აი რაც არ მომხდარა შეიძლება ის მიიღონ. შეიძლება მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ და მოგვიწიოს მთლიანად ამ პარტიაზე საუბარი, რაც იქნება ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე.

 

ცუდი იქნება ქვეყნის იმჯისთვის და მათთვის იქნება ძალიან მძიმე. მე ამას პირობითად ვამბობ, არ ვარ ამის მომხრე. ესენი ჩვენი თანამოქალქეები არიან. კაცის მკვლელებსაც საზოგადოება ცდილობს… იხდიან დანაშაულს, ათასნაირი ტესტები და სისტემებია იმისათვის, რომ მათ დაუბრუნონ ის რაც პოზიტიურია ადამიანში. ის რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო ადამიანი და ჩვენ ის უნდა დავსაჯოთ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით წასვლა არც ერთნაირად არ აწყობს საზოგადოებას და ქვეყანას”,-განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....