გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” წყალტუბოში 30- მდე ადამიანმა დატოვა.
როგორც პარტიის პრეს-ცენტრში განაცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, პარტია სამმა კოორდინატორმა დატოვა, რომლებიც არჩევნების პერიოდში სხვადასხვა პარტიებთან თანამშრომლობენ:
„შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ წევრებმა დატოვეს პარტია, წევრები არც იყვნენ“-განაცხადეს პარტიაში.