საქართველოს სახალხო დამცველმა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი, გოდერძი თევზაძე მოინახულა, -ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს:
“2016 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მონახულა.
სახალხო დამცველმა პირადად ბრალდებულისგან მოისმინა საქმის დეტალები. გოდერძი თევზაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და შიმშილობას განაგრძობს. უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს გოდერძი თევზაძის საქმის შესწავლას და ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე დასწრებასაც გეგმავს.” -ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გოდერძი თევზაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. პოლიციელი ბრალს არ აღიარებს.