ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მორწმუნეების ჯგუფმა რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ “ლოცვითი დგომის აქცია” გამართა

ვატიკანის საელჩოსთან მორწმუნეთა ჯგუფი რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ „ლოცვითი დგომის აქციას“ მართავს. სასულიერო პირები და მოქალაქეები ვატიკანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და პროტესტს ლოცვით გამოხატავენ.

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” განცხადებაში პაპი ერეტიკოსად და„მამათმავლობის მფარველად” არის მოხსენიებული.

„მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი ევრ ერკვევა, თუ როგორი დამღუპველია პაპიზმი მართლმადიდებლებისთვის. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში დიდ შეშფოთებასა და ვნებათაღელვას იწვევს მორწმუნე ერში. როგორც ვატიკანის რადიომ განაცხადა, „პაპი განახორციელებს სამოციქულო ვიზიტს კავკასიაში“, რაც უკვე მრავლისმთქმელია. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი მართლმადიდებულ სამყაროში განუზომლად დიდია, როდესაც სხვა ეკლესიების მორწმუნენი იმედის თვალით შეჰყურებენ ჩვენს ეკლესიასა და პატრიარქს, ეს ვიზიტი, პაპთან შეხვედრა,ის ანტიეკლესიური ეტიკეტი, როგორიცაა ამბორისყოფა, მწვალებლური საკრებულოს „წმინდა საყდრად“ მოხსენიება, არქიერეტიკოსთან ერთად თანალოცვა, პაპის შესვლა მართლმადიდებლურ ტაძარში და იქ ნებისმიერი ქმედება, ყოველივე ის, რაც საეკლესიო სამართლით აკრძალულია და მკაცრ სასჯელს ექვემდებარება, დაამცრობს ჩვენი ეკლესიისა და მისი პატრიარქის ავტორიტეტს, იმედს გაუცრუებს ქართველ და არაქართველ მორწმუნეებს. “- ნათქვამია „მართმადიდებელ მშობელთა კავშირის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....