ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„არჩევნების წინ შეიძლება კიდევ ბევრი საქმე გაიხსნას“

„შეიძლება კიდევ ბევრი სხვა საქმე გაიხსნას, შეიძლება კიდევ სხვა დანაშაულებები და სხვა დამნაშავეები გამოაშკარავდნენ“, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ “TV პირველთან” საუბრისას განაცხადა.

„არჩევნების წინ შეიძლება დაემთხვას ბერვი საქმის გახსნა, მე შემიძლიათ გითხრათ იურისტის ენაზე, რომ გამოძიება ამ დღეებში მტკიცებულებას თუ მოიპოვებს მას აქვს ძალიან ცოტა ვადა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წერია, რომ არსებობს ათ დღიანი ვადა, როდესაც უნდა მიიღო გადაწყვეტილება პირის მიმართ ბრალდების წაყენებისთვის. თუ ამას დროულად არ გააკეთებ ამ მტკიცებულებას ეკარგება სამართლებრივი ძალა.

შეიძლება კიდევ ბევრი სხვა საქმე გაიხსნას, შეიძლება კიდევ სხვა დანაშაულებები და სხვა დამნაშავეები გამოაშკარავდნენ, რომლებიც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდნენ ეს შეიძლება დაემთხვეს არჩევნებსაც და უნდა გაგრძელდეს არჩევნების შემდეგაც, იმიტომ რომ გამოძიებას აქვს თავისი ვადა და არ აქვს უფლება პროკურატურას შეინახოს მტკიცებულებები თუ ის ახლა მოიპოვა და არ მიიღოს საპროცესო გადაწყვეტილება.

ამიტომ როგორი პოლიტიკური ციკლიც არ უნდა იყოს ქვეყანაში, პრკურატურა მაინც უნდა მუშაობდეს დამოუკიდებელ რეჟიმში და ეს უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე”, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურამ რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა მასობრივი დაკავების ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

 

იტვირთბა....