ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

ენეგეტიკის მინისტრი: „შესაძლოა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაიყიდოს“

„კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს და შესაძლებელია, რომ ჩვენი ბაზრიდან ყაზახები გავიდნენ“- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკება.

„შესაძლოა გაიყიდოს და შესაძლებელია, რომ ჩვენი ბაზრიდან ყაზახები გავიდნენ. თუმცა, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკებები, ასე რომ, მე ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებდი. რაც ხდება კანონიერად და რაც წაადგება კომპანიას და ბიზნესს, ყოველთვის მივესალმებით ამგვარ კერძო გარიგებებს“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

რაც შეეხება იმ დავალიანებას, რომელიც „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გააჩნია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი, პროცენტების დიდი რაოდენობა ბიუჯეტის მიმართ გადახდილია დროებითი მმართველის პირობებში. თუმცა, დარჩენილია დავალიანება.

„ჩვენ ამაზე გვექნება მოლაპარაკება ახალ მფლობელთან. თუკი კომპანიის გასხვისება მოხდება“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

იტვირთბა....