ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის აღუდგება დედაქალაქის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, რომ სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N163-თან, სამგორის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე, წყალსადენის 500 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 21 სექტემბერს, 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის I, II, III მიკრორაიონებს.

კომპანია გათიშვის არეალში არსებულ ყველა სასწავლო დაწესებულებას, ცისტერნების მეშვეობით, წყალით უწყვეტად ამარაგებს.

წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, 15:00 საათიდან სრულად აღდგება.

წყლის შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკის, ვებგვერდისა და ონლაინ ჩათის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების მოკლე დროში დაასრულოს.

იტვირთბა....