ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

აგვისტოში კომერციული ბანკების მოგებამ 56 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 56.3 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 403.6 მლნ ლარია, რაც გასული წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 38%-ით (112 მლნ ლარით) მეტია.

გასული წლის აგვისტოში ბანკების მოგებამ 9.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 83%-ით ნაკლებია.

იტვირთბა....