ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რასაც საქართველოს პროკურატურა აკეთებს, არის რუსული სპეცსამსახურების დავალება”

2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ბრალდებულად ცნობას, მათი უფლებადამცველები ეხმაურებიან. არც ერთი მათგანი წარგდენილ ბრალდებას არ აღიარებს.

დათა ახალაიას და ლევან ქარდავას ადვოკატი აცხადებს, რომ “ეს არის წინასაარჩევნო ქმედება და კონკრეტული პირების მიმართ პოლიტიკური დევნის გაგრძელება”.

“რასაც საქართველოს პროკურატურა აკეთებს, ეს არის რუსული სპეცსამსახურების დავალება. საქართველოს პროკურატურა მოქმედებს პოლიტიკური ნიშნით და დევნის ამ ადამიანებს პოლიტიკურად. დღეს რაც გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო წინასაარჩევნოდ,  რათა ყურადღების გადატანა მოხდეს სხვა საკითხებზე. ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ექსპერტიზას ამ ფირებზე. მისი დიდი ნაწილი არის დამონტაჟებული, ვინაიდან საქართველოს პროკურატურას ეს არაერთხელ გაუკეთებია.“ – აცხადებს ახალაიას და ლევან ქარდავას ადვოკატი, რომეო საჯაიამ.

ვასილ ლელუაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ლელუაშვილი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. ის აცხადებს, რომ 2011 წლის 26 მაისს მას არანაირი დავალება, მისი უშუალო ხელმძღვანელისგან დავით ახალაიასგან არ მიუღია.

კიდევ ერთი ბრალდებულის, რევაზ შიუკაშვილის, ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპისთვის საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან.

იტვირთბა....