ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„არავინ შემოვა უნივერსიტეტის მმართველობაში, ნუ ეშინიათ!“

„არავინ  შემოვა უნივერსიტეტის მმართველობაში, ნუ ეშინიათ!“- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატმა გია შარვაშიძემ განაცხადა. აღნიშნულით შარვაშიძემ „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტების განცხადებები შეაფასა.

რექტორობის კანდიდატი გეგმავს, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდეს.

„გემოვნების საკითხია, ყველას არ მოეწონები. ასე მოჭრით ვერ ვიტყოდი, რომ სტუდენტებს არ მოვწონვარ. არის ჯგუფი, რომელიც ასე ფიქრობს და არის ძალიან დიდი ჯგუფი, სადაც სხვანაირად ფიქრობენ. მე მზად ვარ, შევხვდე ყველა დაინტერესებულ მხარეს. მე შემიძლია, ახლავე დავდო პირობა, რომ უნივერსიტეტს ექნება ძლიერი ღია მმართველობა. არავინ არ შემოვა უნივერსიტეტის მმართველობაში, ნუ ეშინიათ!” – განაცხადა შარვაშიძემ.

შეგახსენებთ, თსუ-ს სტუდენტები განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია შარვაშიძის რექტორობის კანდიდატურას აპროტესტებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მისი რექტორობით უნივერსიტეტის ავტონომიისთვის ბრძოლას საფრთხე შეექმნება.

იტვირთბა....