ახალი ამბები მთავარი სამართალი

გია უდესიანი პროკურატურამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

წამების ორგანიზებასა და ქონების გამოძალვაში ბრალდებული გია უდესიანი პროკურატურამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მიზეზად ბრალდების მხარემ მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე დაასახელა.

უდესიანის ადვოკატები სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ უდესიანს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, რადგან ის ქვეყანაში არ იმყოფება.

ყოფილი მაღალჩინოსნის, გია უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, სამართლებრივი დევნა 2016 წლის მაისში დაიწო. საქმე ეხება ბიზნესმენ ხარძიანის კუთვნილი, კუს ტბის წილების იძულებით დათმობას.

იტვირთბა....