ახალი ამბები მთავარი სამართალი

თევზაძის ადვოკატი ოჯახზე ზეწოლაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის უფლებადამცველმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მიმართა.
ლედი ტუკვაძე გამოძიებას ყველა იმ პირის მიმართ დაინტერესებისკენ მოუწოდებს, რომლებმაც უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვიეს და თევზაძეს მკვლელი უწოდეს.
ბრალდებულის ინტერესების დამცველის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, თევზაძის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც დაკავებულის 7 წლის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
„შეწყდეს მიზანმიმართული ზეწოლები ოჯახზე და მუქარა. ამ ყველაფერმა იმოქმედა მის მცირეწლოვან ბავშვზე, 7 წლის გოგონაზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს ძალიან დამძიმდა. ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ ადამიანების დასჯა.“ – აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომლიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

იტვირთბა....