”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური დახმარება პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდა:
”სოციალური დახმარება კი არ გაორმაგდა, განახევრდა. დაიწყო 500 000 ადამიანიდან, მაგრამ მერე 2014 წელს უკვე იყო 300 000 ადამიანი. როგორც მეცხრე ბლოკი – ხან ითიშება, ხან ირთვება. ძალიან სამწუხაროა პოლიტიკური ნიშნით მოხსნილი სოციალური დახმარებები. ახლა საარჩევნო პერიოდია და ისევ უნიშნავენ…
სამწუხაროდ, სოციალური დახმარება პოლიტიკური ინსტუმენტი გახდა. ჩემთან შეხვედრებზე მოსულ ხალხს შეიძლება ეს დახმარება მოუხსნან, ასეთ ვითარებაში ვართ დღეს. თვითმიზანი კი არ არის სოციალური დახმარება, ჩვენ გვინდა რომ ნამდვილად დასაქმება იყოს პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ უფრო კარგი შემოსავალი ექნებათ, უფრო კარგად იცხოვრებენ და თვითონ ააწყობენ ცხოვრებას”, – განაცხადა რულოვსმა.