ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აუდიტის სამსახური ხელისუფლების ფინანსური სუს-ია“

“საქალაქო სასამართლომ შესაბამისი დადგენილებით, ჩვენი პოლიტიკური ძალის 4 შემომწირველი 10 000 ლარით დააჯარიმა”, – ამის შესახებ ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ჯანდიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძის პარტიაზე ზეწოლას დაარსების დღიდან ახორციელებს.

”სულ ახლახანს, საქალაქო სასამართლომ შესაბამისი დადგენილებით ჩვენი პოლიტიკური ძალის 4 შემომწირველი დააჯარიმა 10 000 ლარით. ამ საქმესთან დაკავშირებით ფორსირებული შეტევა ჯერ კიდევ დაანონსდა აუდიტის სამსახურის, გენერალური აუდიტორის მხრიდან 2 სექტემბერს, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე პირს ჰქონდა ყველა ის ფაქტი დადასტურებული, რომელიც მიუთითებდა მათ ფინანსურ შემოსავალზე. აუდიტის სამსახური, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელისუფლების ფინანსურ სუს-ს, ყველა ზომას იყინებს იმისთვის, რომ ჩვენი შემომწირველების მიმართ ასეთი აგრესიული ქმედებებით მოქმედებდეს. ამას აქვს ორი მიზეზი, ერთი, რომ ის პირები, რომლებიც არიან ჩვენი შემომწირველები და ამავდროულად წარმოადგენენ პარტიის მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ მათი ბლოკირება და პარალიზება მოახდინონ, ამავდროულად სიგნალი მისცენ სხვებს, რომ არ გაბედონ, არ განახორციელონ შემოწირულება და მხარდაჭერა ჩვენს სასარგებლოდ”, – განაცხადა ჯანდიერმა.

იტვირთბა....