„ეს იყო ფორმალობა და არ ემსახურებოდა საქმის ეფექტიან გამოძიებას”- ამის შესახებ გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.
საქმე ეხება პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას შორის გავრცელებულ პირადი საუბრის ჩანაწერს, რასთან დაკავშირებითაც ბურჭულაძე დაკითხვაზე დაიბარეს.
„ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის პირადი საუბრის გავრცელებაზე შს სამინისტროში მოწმის სახით დაიბარეს. ეს იყო ფორმალობა და არ ემსახურებოდა საქმის ეფექტიან გამოძიებას. გამოძიებას არ დაუსვამს არცერთი კითხვა, რაზეც თავად მას არ შეიძლებოდა ჰქონოდა პასუხი. მან დასვა მხოლოდ ის კითხვები, რომელზეც ბატონ პაატას სატელევიზიო ეთერებში ჰქონდა საუბარი. ეს იყო გამოკითხვა გამოკითხვისთვის და არა რეალური გამოძიება”, – განაცხადა ჯანდიერმა
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.
ჩანაწერის მიხედვით, ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან“ კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.