ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ ყველაფერთან ერთად, ის არის მშიშარა არსება“

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებას პარტიის ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქზე ეხმაურება:

„ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ ყველაფერთან ერთად, ის არის მშიშარა არსება, რომელსაც საკუთარი ახალგაზრდების ეშინია და უბინძურესი მეთოდებით ებრძვის მას. პოლიტიკის ვერაფერი გაიგო ამ არსებამ 9 თვის მანძილზე და ეს სიბინძურეები ვისგან აითვისა?! კაცს, რომელმაც საკუთარი ახალგაზრდული ფრთა უარყო, არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს და არც უნდა ვანდოთ მომავალი. ეს უკვე დიაგნოზია“, – წერს ხათუნა ლაგაზიძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წევრი, გიორგი თაქთაქიშვილი, რომელმაც დღეს პარტია დატოვა, სუს-ის თანამშრომელის ნათესავია. მისივე თქმით, ამავდროულოად ის ლაგაზიძის შვილობილია სადაც ლაგაზიძე წავიდა თაქთაქიშვილიც თავისთან წაიყვანა.

იტვირთბა....