ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წევრი სუს-ის თანამშრომლის ნათესავია“

“სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წევრი, გიორგი თაქთაქიშვილი, რომელმაც დღეს პარტია დატოვა, სუს-ის თანამშრომელის ნათესავია.

არ არის აუცილებელი ყველას მოსწონდეს, რაც ხდება. არ არის აუცილებელი, ყველა გმირი იყოს. გიორგი თაქთაქიშვილი თავს დაასახელებს ჩვენს ხელმძღვანელად. ის არც არჩეულია და არც დანიშნული. თუ არ ვცდები, სუს-ის თანამშრომელი მისი ბიძაშვილია. ამავდროულოად ის ქალბატონი ლაგაზიძის შვილობილია და წაიყვანა თავისთან, სადაც თვითონ წაბრძანდა”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მან განმარტა თუ რატომ ჩაერთო  პოლიტიკაში:

„ბევრს ჯერ კიდევ უკვე უკვირს რატომ თქვა უარი პაატა ბურჭულაძემ იმ ზღაპრულ ცხოვრებასა და პირობებზე, რომელიც მას ბედმა არგუნა. მე ნამდვილად შემეძლო რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში ფუფუნებაში გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ ამით არასდროს ვიქნებოდი ბედნიერი. ჩემთვის ყველა დროსა და საქმეში ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი აუდიტორია იყო და არის ქართველი ხალხი. არასდროს მიფიქრია მხოლოდ ჩემს კეთილდღეობაზე, მე ყოველთვის ვზრუნავდი ჩემს ხალხზე, ყველა მთავრობის დროს ვცდილობდი სარგებელი მომეტანა ჩემი ქვეყნისთვის და ყოველთვის ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია და ეს მაძლევდა ძალას. პოლიტიკოსებმა მრავალჯერ გაუცრუეს იმედი ქართველ ხალხს.

 

დასავლეთსა და აშშ-ში ჩემს მეგობრებსა და გავლენიან პოლიტიკურ ლიდერებს შორის უპირობო მხარდაჭერა დაიმსახურა ჩემმა გადაწყვეტილებამ და იდეა მოძრაობისა „სახელმწიფო ხალხისთვის“. მათ არ გასჩენიათ შეკითხვები, რადგან იქ ყოველი ადამიანი ცდილობს აკეთოს ის საქმე, რომლითაც პირველ რიგში სარგებელს მოუტანს საზოგაოდებასა და ეს იქ ნორმაა, ამის გარეშე ადამიანები ცხოვრების აზრს ვერ ხედავენ.“-განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე უკანონო სატელეფონო მოსმენები დაგმო.

იტვირთბა....