ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი 19-დან 22 სექტემბრამდე ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს, ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება.
მათი ინფორმაციით, დაგეგმილ „საზეიმო ღონისძიებებთან“ დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.
ადმინისტრაციული საზღვარი 19 სექტემბერს, 20:00-დან ჩაიკეტება და 22 სექტემბერს, დილის 07:00-დან გაიხსნება.