ნიუ- იორკის გუბერნატორმა ნიუ იორკში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. ამ ეტაპზე გუშინ ნიუ ჯერსიში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არ იკვეთება.
“ნიუ იორკის აფეთქება აშკარად ტერორისტული აქტია. თუმცა, ეს კავშირში არაა საერთაშორისო ტერორიზმთან. ჩვენ ვერ ვხედავთ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს კვალს. მაგრამ, ბომბის გააქტიურება თავისთავად ტერორისტული ქმედებაა. სწორედ ასე შეფასდება ეს ფაქტი და ბრალის წაყენებაც ამ მუხლით მოხდება,” – აცხადებს ნიუ იორკის გუბერნატორი.
სათვალთვალო კამერებმა აფეთქების ადგილის სიახლოვეს ხელჩანთიანი მამაკაცი დააფიქსირა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია აქვს თუ არა მას კავშირი ტერაქტთან.