შეიარაღებულმა მამაკაცმა, სულ მცირე, რვა ადამიანი დაჭრა ამერიკის შტატ მინესოტაში ქალაქ სენტ-კლაუდში მდებარე სავაჭრო ცენტრში. სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდირება შეძლეს.
ქალაქის პოლიციის უფროსის, უილიამ ბლერ ანდერსონის განცხადებით, თავდამსხმელმა, ერთ-ერთ დაშავებულს ჰკითხა მუსლიმი იყო თუ არა, თავდასხმის დროს კი ალაჰი ახსენა. მამაკაცს დაცვის კერძო კომპანიის უნიფორმა ეცვა.
ინფორმაციას “ბი ბი სი” ავრცელებს.