განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თსუ-ს რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი, გია შარვაშიძე ჟურნალისტებთან დაახასიათა:
„ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ყველა არჩევნებს სერიოზულად განიხილავს. ვისაც ვინ მოსწონს, იმას მისცემს ხმას, თუმცა ძალიან გამიხარდებოდა, თუ თსუ-ს შარვაშიძის მსგავსი რექტორი ეყოლებოდა“,- აღნიშნა ჯეჯლავამ.
ჯეჯელავას განცხადებით, ძლიერი რექტორის ხელში უნივერსიტეტის საქმეში ჩარევა რთული იქნება:
„ამას სჭირდება სწირედ შარვაშიზიძის დონის მენეჯერი“,- აღნიშნა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება. განცხადებების მიღების ვადა ორი დღის წინ ამოიწურა. თსუ-ის საარჩევნო კომისიამ სამი კანდიდატი დაარეგისტრირა, – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე.