პრემიერმა კახეთის ახალი გუბერნატორი წარადგინა. ამ პოსტზე ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნა.
განცხადება სახელმწიფო კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
ირაკლი ქადაგიშვილმა ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა, რომელიც სიღნაღსა და დედოფლისწყაროში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს.