ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სასამართლომ არმაზ ახვლედიანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

“ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმ განკარგულების შეჩერების თაობაზე, რომლის საფუძველზე ჩამოიხსნა ჩემი წინასაარჩევნო ბანერი” – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის 69-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არმაზ ახვლედიანი  სოციალური ქსელით ავრცელებს:

 

“ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმ განკარგულების შეჩერების თაობაზე, რომლის საფუძველზე ჩამოიხსნა ჩემი წინასაარჩევნო ბანერი.

 

გამოსაცდელი  ვადით გამწესებულმა მოსამართლე თავართქილაძემ მიიჩნია, რომ აღნიშნული განკარგულება არ მაყენებს ზიანს და რომ მისი შეჩერების გარეშეც შესაძლებელია ჩემი კანონიერი ინტერესების დაცვა!

 

მოსამართლე თავართქილაძე ასეთი უკანონო, თავხედური გადაწყვეტილებებით ცხადია, წარმატებით გაივლის გამოსაცდელ ვადას.

 

იტვირთბა....