ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენი სამშობლო“ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ბლოკ „თოფაძე მრეწველებში“ გაერთიანებული პარტია „ჩვენი სამშობლო“ უნდობლობას უცხადებს და მის გადადგომას მოითხოვს:

„ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ აქციებს, მოვითხოვთ ქალბატონი თამარ ჟვანიას გადადგომას. ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე, იმიტომ, რომ გვაინტერესებს სიმართლე. თუ მართლა ვიყავით დამნაშავეები, მაშინ რატომ არ გააგრძელა ცესკომ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა,“- განაცხადა ზვიად ჩიტიშვილმა.

პარტიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის გადაწყვეტილება კონკრეტული პირების ინტერესში შედიოდა.

იტვირთბა....