ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რამდენიმე ხის მოჭრასთან დაკაშირებით პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ“

„რამდენიმე ხის მოჭრასთან დაკაშირებით მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ“, -ეს განცხადება,  თბილისის მერმა გააკეთა:

„ცალკეულ იშვიათ შემთხვევებში, რამდენიმე ხის მოჭრასთან დაკაშირებით მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ, მაშინ, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქის განვითარება და მეორეს მხრივ, გამწვანების ღონისძიებები. ასე რომ ამის კომპენსირება და კიდევ უფრო მეტის გაკეთება ხდება გამწვანების თვალსაზრისით. ჩვენი ოპონენტების გულის გასახარად გეტყვით, რომ მათი მმართველობის დროს არც ერთი საინჟინრო ნაგებობა არ შეკეთებულა კაპიტალურად, ისინი მხოლოდ ზედა საფარს გადააგებდნენ და შემდეგში ისევ გასაკეთებლი იყო ეს ყველაფერი . ჩვენ ნებისმიერი სახიდე გადასასვლელი, რომელიც შევაკეთეთ, გავაკეთეთ კაპიტალურად,“-განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

 

იტვირთბა....