მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსული ზაურ მაკარაძისა და ბეჯან ბეჟუაშვილის საქმეზე, ხელახლა ჩატარებული გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ საქმეზე რომლითაც ისინი გასამართლებულები იყვნენ, დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაუმტკიცდათ:
“ბეჟან ბეჟუაშვილის და ზაურ მაკარაძის მიმართ ახალი გამოძიების პირობებში, მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ადამიანების მიმართ სააპელაციო სასამართლოში მოვითხოვოთ გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა და მათ მიმართ დავადგინოთ გამამართლებელი განაჩენი“ – განაცხადა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ.
ბეჟუაშვილი და მაკარიძე საქმის გადახედვას 2013 წლიდან ელოდნენ. ზურაბ მაკარიძე ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით გაასამართლეს, ხოლო ბეჟან ბეჟუაშვილი თაღლითობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.