ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“2025 წელს 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გვეყოლება საქართველოში”

“2025 წელს 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გვეყოლება საქართველოში”,- ამის შესახებ  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადმინისტრაციამ ათწლიანი გეგმა შეიმუშავა და  2015 -2016 წლის მონაცემებით, ამ გეგმის პირველი ნაწილი შესრულებულია.

“ტურიზმი გახლავთ ისეთი სფერო, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქვეყნის განვითარებასთან და როდესაც ქვეყანას ვავითარებთ, ვავითარებთ ტურიზმსა და პირიქით, როდესაც ტურიზმის განვითარებაზეა ლაპარაკი, ეს ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის განვითარებასაც.

2015 წლის დასაწყისში ჩვენ შევქმენით 10 წლიანი განვითარების გეგმა და მასში არის გაწერილი ასევე გეგმა ტურისტების და ვიზიტების რაოდენობის მხრივ. 2025 წელს 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გვეყოლება საქართველოში2015 წელში გვქონდა ეს მატება. 2016 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში კიდევ უფრო მეტია ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა. ამ მიზნების მიღწევას, ავიაციის განვითარებას, კურორტების განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, მთლიანად, ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს სივრცითი მოწყობის დოკუმენტი. ტურისტებს, როგორც საერთაშორისოს,ისე შიდა ტურისტებს, შესაძებლობა ექნებათ კომფორტული და სწრაფი გადაადგილების ქვეყნის შიგნით მოგზაურობა. ეს ხელს შეუწყობს, რომ გაჩნდეს სხვადასხვა მიზიდულობის ცენტრები ქვეყნის მასშტაბით, უკეთესად იყოს წარმოჩენილი ჩვენი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის კურორტები, მათ შორის დაცული ტერიტორიები და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მოუტანს დოვლათს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას”.- განაცხადა ჩოგოვაძემ.

იტვირთბა....