ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის როგორც ცენტრალურ, ასევე ჭაობის დასახლების ქუჩებში გადაადგილება გართულებულია.
გავრცელებული ინფორმაციით ხიმშიაშვილის, ინასარიძის, ბაგრატიონის, აღმაშენებლის და ჭაობის დასახლების თითქმის ყველა ქუჩა ნაწილობრივ დატბორილია.
წყალმა ზოგიერთი სარდაფი და პირველ სართულზე არსებული რამდენიმე ოფისიც დატბორა. ბათუმში დილიდან წვიმს.