https://www.youtube.com/watch?v=lk7UiP6wV6I
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის მერის დავით ნარმანიას ანგარიშის წარდგენამდე ინციდენტი მოხდა.
„თავისუფალი ზონის“ წევრმა ბესო კალაძემ თბილისის მერს დედაქალაში გაკეთებული საქმეების შესახებ ჰკითხა.
„თქვენ მესაუბრებით, “ბიჭოთი ” და ძველი ბიჭი ხარ, თუ ქალაქის მერი ხარ. რა მდგომარეობაში ჩააგდეთ ქალაქი, იმაზე გაგვეცი პასუხი“, – მიმართა „თავისუფალი ზონის“ წევრმა ნარმანიას.
დაცვის თანამშრომლებმა ბესო კალაძე შენობიდან გაიყვანეს.