4 ტელეკომპანიის მიერ დაგეგმილ ერთობლივ ეგზიტპოლებს ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ უნდობლობა გამოუცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართეს წერილით, უარი თქვას ერთობლივ ეგზიტპოლებში მონაწილეობაზე.
საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრ „გორბის“ ხელმძღვანელი გამოცხადებულ უნდობლობას ეხმაურება:
„თქვენ თუ საუბრობთ ნიკა ნათელაშვილს და შალვა გვარამიაზე, მაშინ ერთ რამეს ვიტყვი, მე ისევე როგორც თბილისელები, ყოველთვის ტოლერანტულად ვართ განწყობილები ქალაქის კოლორიტების მიმართ თუ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევენ. მათი გამონათქვამები, ბოდიში, არასერიოზულია.
პირველი სტატია არის 1990 წელს ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც კედელზეა. რამდენიმე ასეთივე სტატია სადაც ჩვენ გვლანძღავენ, გვაბრალებენ შევარდნაძეზე მუშაობას, სააკაშვილზე, ახლა ბიძინა ივანიშვილზე. ის ხალხი, ვინც გვაბრალებს ზოგი აღარაა, ზოგი გარდაიცვალა, ზოგი დეპუტატია, ზოგი ვერ ჩამოდის საქართველოში, ჩვენ 27 წელია აქ ვმუშაობთ,“ – განაცხადა მერაბ ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, რომ 4 ტელეკომპანია, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯიდიესი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ. ველზე სამუშაოებს კომპანია GORBI ჩაატარებს.