საზოგადოება

„თურმე პოლიტიკოსთან ტელეფონით რეკვა და საქმის გარჩევა ყოფილა “პარტნიორული ურთიერთობა”

ჟურნალისტი სალომე ასათიანი ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის გავრცელებასთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ასათიანის განცხადებით,  „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი მედია სტანდარტებს ანგრევს:

„ჟურნალისტური ეთიკის საინტერესო სტანდარტი მოვისმინეთ „რუსთავი 2″-ის დირექტორისგან. თურმე პოლიტიკოსთან ტელეფონით რეკვა, საქმის გარჩევა და პირობის წაყენება, ამას თუ იზამთ აწი ჩვენც სხვანაირად გაგაშუქებთო, ყოფილა “პარტნიორული ურთიერთობა”, რაც “ყველა ტელევიზიაში ხდება”. ვისაც რა უნდა ის აკეთოს, მაგრამ ფრენდებში ჟურნალისტიკის სტუდენტებიც მყავს და ამ სტატუსს პირველ რიგში მათ გასაგონად ვწერ – პოლიტიკურ ფიგურებთან ასეთ ჩრდილოვან გარიგებებში შესვლა და სარედაქციო პოლიტიკით ვაჭრობა არ შეიძლება იყოს პროფესიონალური მედიის სტანდარტი. ამით ყველანაირი დისტანცია იშლება მედიას და პოლიტიკურ სპექტრს შორის და ტელევიზია მანიპულაციის იარაღი ხდება.

 

ისევ რომ გვისმენენ და ამ ისტორიაში ეს რომაა მთავარი ამბავი, ეს არ მითხრათ ახლა. ყველა გადაცემაში ამ თემაზე ველაპარაკებით პოლიტიკოსებს და ბევრის გულისწყრომაც დავიმსახურეთ. რა თქმა უნდა ეს უდიდესი პრობლემაა – მაგრამ ზემოთთქმულთან კავშირი არ აქვს.

 

დამატება: რადგან კომენტარებში ბევრგან იკითხეს და სხვა კედლებზეც მეხმაურებიან, ვამატებ ლინკს – ამ სტატუსში უშუალოდ ჩანაწერის შინაარსზე არაა ლაპარაკი. მხედველობაში მაქვს ეს ახსნა-განმარტება, რომელიც შემდგომში დაურთეს ლაპარაკს და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ და მისაღებ ამბად წარმოგვიდგინეს”, – წერს ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ ჩანაწერის გავრცელების საკითხზე დღეს ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე დაკითხვაზე დაიბარეს.

იტვირთბა....